მეთექვსმეტე საუკუნის ინგლისის სასტიკი მებრძოლი სოლომონ კეინი ეძებს გამოსასყიდს, რომელიც საკმარისი იქნება მისი მთელი სიცოცხლის შეცდომებისათვის. მას სურს უარი თქვას ყოველგვარ სისასტიკესა და ბოროტებაზე, რათა დანარჩენი სიცოცხლე გაატაროს წმინდად და მშვიდად, მაგრამ როგორც კი დედამიწაზე ფეხი მოიკიდა ბნელმა ძალებმა, მას აღარ რჩება სხვა გზა გარდა ომში ჩართვისა.
პარიზი, 2013 წელი. საშიში რაიონები შემოფარგლულია მაღალი კედლებით. აქ სასტიკი "ბანდები” ბატონობენ. ერთერთ ასეთ "ბანდას” ხელში მასობრივი განადგურების იარაღი ჩაუვარდა. ბომბის განეიტრალება "სპეც ნაზის” ოფიცერს - დამიენს დაევალა. მას ამაში ლეიტო ეხმარება.
კახელი გლეხი გიორგი მახარაშვილი, დაჭრილი შვილის მოსანახულებლად ფრონტზე გაემგზავრება, მაგრამ ჰოსპიტალში ჩასული შეიტყობს, რომ გამოჯანმრთელებული გოდერძი თავის ნაწილში დაბრუნებულა. გიორგი შვილის კვალს გაჰყვება და ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდება. ჯარისკაცის მამა სამხედრო ხელმძღვანელობას დაარწმუნებს, რომ ახალგაზრდებს არ ჩამოუვარდება, ნაწილში დარჩენას მოითხოვს და ბრძოლით გერმანიის საზღვრამდე მიაღწევს. ომის მიწურულს გიორგი შვილს იპოვნის, მაგრამ ცხარე ბრძოლაში გოდერძი მამას ხელში ჩააკვდება. ჯარისკაცის მამა ვალს ბოლომდე აღასრულებს და შვილის ნაბრძოლ ადგილებს თვალცრემლიანი სიამაყით გაივლის.