ფილმი ვითარდება მომავალ დროში, სადაც კრივი აკრძლულია, როგორც არაჰუმანური სპორტი და ჩანაცვლებულია 2000 ფუნტიანი რობოტების ბრძოლით. ყოფილი მოკრივე, ახლა კი პრომოუტერი რომელმაც გადაინაცვლა რობობოქსში გადაწყვიტავს, რომ იპოვა თავისი ჩემპიონი, როდესაც ხელთ ჩაუვარდება წუნდებული და საოცრად ნიჭიერი რობოტი...
ბუნებრივი კატაკლიზმის შემდეგ, მოყინულ ზედაპირზე, რომელმაც დაფარა დედამიწა, ცოცხლად დარჩენილი ხალხი შეიკრიბა მე-7 კოლონიაში და ცდილობენ გადაურჩნენ მიუხედავად მცირე საჭმლის რაოდენობისა.მათ მაინც აქვთ მე-5 კოლონიასთან კავშირი, მაგრამ მას შემდეგ, როცა მათთან კონტაქტი იკარგება, მეძებართა ჯგუფი მიემგზავრება საშიშ ექსპედიციაში, რათა გააარკვიონ, რა დაემართათ მათ მეზობლებს.უმძიმესი გზის გადალახვით, ისინი ისევ აწყდებიან ბუნებრივ დაბრკოლებას.
ყარაბაღში გასეირნება მოგზაურობით გრძელდება. გოგლიკო (მიშა მესხი) და სპარტაკა (ზურა ინგოროყვა) ორი ერთმანეთისგან განსხვავებული გმირი განსხვავებული მიზნებითა და პრობლემებით კონფლიქტის ზონამ გააერთიანა. ერთს წაგებული ფული ადარდებას, მეორეს აფხაზეთის ომში ჭურვები აქვს ჩასატანი, მათ ერთმანეთის დახმარება სჩირდებათ. თბილისელ უსაქმურსა და სოხუმელ სნაიპერს ქუჩური და სახელმწიფო მნიშვნელობის კონფლიქტების მოგვარება საერთო ძალებით უწევთ. არეულ დროში ომსა და მშვიდობას შორის საზღვარი იკრგება, არავინ იცის სიყავრულის ახსნა სად და ვისთვის მოგიწევს და ვისი ტყვია სად დაგეწევა.
90-იანი წლების დასაწყისის თბილისი. სამოქალაქო ომი, პიკეტები ქალაქის ქუჩებსა და გარეუბმებში. ასეთია ამ ფილმის ანტურაჟი. გმირები გარემოს შესაბამისად ქაოტურები, დროსა და სიცრცეში დაკარგულები. გიო, გოგლიკო, სანდრო და დუდა მეგობრები არიან. ცხოვრობენ 20 წლის ბიჭების ტიპიური ინტერესებით - გოგონები, კარტი და კიდევ არის ცუდი გატაცება - ნარკოტიკები. ფულს ნარკოტიკებისათვის ”ბებერი” ნარკომანი ილო ნებიერიძე იძლევა, შუამავალი აჩიკო ყიფიანია, აზერბაიჯანიდან ნარკოტრაფიკის შემსრულებლები გიო და გოგლიკო
ყოფილი პოლიციელი ბრაიან ო 'კონერი დომ ტორეტოსთან ერთად არღვევს კანონს. მას შემდეგ, რაც ბრაიანმა და მია ტორეტომ გაათავისუფლეს დომი, ისინი დიდხანს ერთ ადგილას ვეღარ ჩერდებიან, რადგან მათ ძალოვნები დასდევენ დასაჭერად.
მთავარი გმირი ახალგაზრდა პრინცია, რომელიც მტერს გამუდმებით ამარცხებს. ერთ დღესაც იგი მარცხდება და კარგავს თავის სამეფოს. პრინცის სამიზნე მაგიური ხანჯალი ხდება, რომელიც ბოროტების ხელშია. ამ მაგიური ხანჯლით შესაძლებელია დროში მოგზაურობა. პრინცს მტრის დამარცხებაში ცივი იარაღის კარგად ფლობა და აკრობატიკა ეხმარება.
ალიასკაზე ჩამოვარდა თვითმფრინავი და სიკვდილს გადარჩენილი მგზავრები აღმოჩნდნენ უკაცრიელ და თოვლიან უდაბნოში, სადაც მხოლოდ მგლების ხროვა ალამაზებს პეიზაჟს. ადამიანებს სურთ გადარჩნენ ნებისმიერ ფასად და ახლა მათ მოუწევთ სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა...
სხვადასხვა სამყაროში მცხოვრები ორი ახალგაზრდას ისტორია. ეს არის ამბავი წარმოუდგენელ სიყვარულზე, რომელიც ერთი შეხედვით შეუძლებელი უნდა იყოს. ბაბი საშვალო კლასის წარმომადგენელია, ის კეთილი და უმწიკლო გოგოა. ჰაჩი იმპულსიური, რისკის და საშიშროების მოყვარული ბიჭია. ის ხშირად იღებს მონაწილებას არაკანონიერ რბოლებში..
დადგა დრო და მოხერხებულ ბრაიან მილსს მოუწევს პასუხი აგოს თავის მოქმედებებზე.თავისი გოგოს გადასარჩენად უკანასკნელად მან მოკლა პატარა კრიმინალური დაჯგუფების მეთაური, როგორც აღმოჩნდა მეთაურს ჰყოლია მამა,გაცილებით გავლენიანი უამრავი ხელქვეითებით რომელსაც შურისძიება წყურია, ის ბრაიანსა და მის მეუღლეს აიყვანს მძევლად და ახლა მათ პატარა გოგოს მოუწევს მშობლების გადარჩენა..